სამახსოვროები

კლინიკის დირექტორი

ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტი, საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თორნიკე ალაშვილი

ექიმი - ჰომეოპათები

ლარისა ზუბაშვილი, ირინა ზუბაშვილი, ლელა აფრასიძე, ელისო გოგიჩაიშვილი, ქეთევან შავგულიძე, ნაზი ფერაძე, ოთარ ალაშვილი.

მანუალური თერაპევტი

სანდრო გუგუშვილი.

სამედიცინო ფიზკულტურა

სამედიცინო ფიზკულტურის, მასაჟის და ლაზეროპუნქტურის სპეციალისტი: მაიკო თორაძე

ჰომეოპათია და ქართული ხალხური, ტრადიციული მედიცინა

ჰომეოპათია მკურნალობს, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ დაავადებებს ორგანიზმში არსებული სასიცოცხლო რეზერვების მობილიზაციის, ანუ თვითგანკურნების პროცესების ხარჯზე. წამლები შეირჩევა „დიდი სიმკაცრით“ - ინდივიდუალურად, ადამიანის კონსტიტუციის, ხასიათის, დაავადების პიროვნული სურათის, თანმხლებ თუ გადატანილ დაავადებათა გათვალისწინებით.

მწვავე დაავადებების დროს (ფილტვების ანთება, წითელი ქარი, ბრონქიტი, ნევრალგიები და ა.შ.) ჰომეოპათიური მკურნალობა ძალზედ სწრაფად მოქმედი და ეფექტურია, რაც საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ძლიერი ანტიბიოტიკების და ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება.

ქრონიკული დაავადებებისას კი ჰომეოპათიას შეუძლია ავადმყოფი პრაქტიკულად გამოჯანმრთელებამდე მიიყვანოს, ან ხანგრძლივ რემისიას მიაღწიოს. ჰომეოპათიური მკურნალობის შერჩევა წარმოებს კომპიუტერული პროგრამებით: ,,რადარი“ და ,,რადუგა 5“.

ბავშვთა მანუალური თერაპია და მანუალური მასაჟი, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად პირველად დაინერგა ჩვენთან კლინიკაში, ეფექტურია ბავშვებში ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების დროს - (ბავშვთა ცერებრალური დამბლა, კისერმრუდობა, ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვადრნილობა, ბრტყელტეფიანობა, კუნთების ასიმეტრია, კიფოზი, სქოლიოზი, ხერხემლის ზრდის შეფერხება, ხერხემლის დისკის თიაქარი და სხვ.). ბავშვთა მანუალური თერაპია და სამკურნალო ფიზკულტურა ზოგადად აჯანსაღებს ბავშვების ორგანიზმს, მოქმედებს პროფილაქტი–კურად, აკაჟებს მათ იმუნურ სისტემას, აუმჯობე–სებს, როგორც გონებრივ მდგომარეობას, ასევე სხეულის ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ მონაცემებს. მანუალური თერაპიისა და მასაჟის გარდა კლინიკა–ში, დანერგილია ეთერზეთოვანი მასაჟი, ჭარბი წონისა და მარილების დაგროვების სამკურნალოდ. გამოიყენება ლაზეროპუნქტურა, მაგნიტოთერაპია და სამკურნალო ფიზკულტურა.

ჰომეოპათია გამოცდილია კომპლექსურ მკურნალობაშიც და შესანიშნავად ეთავსება ქართულ ტრადიციულ მედიცინას, სამკურნალო მასაჟს, მანუალურ თერაპიას, ფიზიო და ბალ–ნეოთერაპიას, ფიზიკურ და სუნთქვით ვარჯიშებს, კლიმატურ, კურორტოლოგიურ და სხვა ბუნებრივი მკურნალობის მეთოდებს.

ქართული ტრადიციული მედიცინა და ჰომეოპათია ერთობლივად გამოიყენება ვირუსული C–ჰეპატიტის, ასევე, ალკოჰოლური ჰეპატიტისა და ციროზის, თრომბოციტოპენიისა და სხვა პათოლოგიების კომპლექსური მკურნალობისას.

ჰომეოპათიური მკურნალობის ძირითადი ჩვენებები

ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ქვინკეს შეშუპება, ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა;

ქრონიკული და კალკულოზური ქოლეცისტი, სხვ./სხვ ტიპის ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზის ადრეული სტადია, მწვ. და ქრ. პანკრეატიტი, ქრონიკული კოლიტი, გასტროდუოდენიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შარდკენჭოვანი დაავადება;

პროსტატის ანთება, შეგუბება, პროსტატის ადენომა, ურეტრიტი, პოტენციის დაქვეითება;

საკვერცხის კისტა, საშვილოსნოს მიომა, უშვილობა, ფეხმძიმობის დროს წარმოშობილი სხვადასხვა პრობლემები, კლიმაქსი, ჭარბთმიანობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

მწვავე და ქრონიკული პნევმონიები, პნევმოკონიოზები, პლევრიტი, მწვავე ობსტრუქციული და ქრონიკული ბრონქიტი. ხდება გრიპის და კორონა ვირუსის მკურნალობა და პროფილაქტიკა;

ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიები: ჰიპო და ჰიპერთირეოზი, კვანძოვანი და დიფუზური ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტი (ასევე ჰიპოპლაზია);

ინსულინ - დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სიმსუქნე და სხვა ენდოკრინული დარღვევები;

ნევროზი, (შიშები), ძილის პრობლემები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, ალკოჰოლიზმი, ტოქსიკომანია (ნიკოტინი, ნარკოტიკი და ა.შ.), თავის ტვინის ინსულტი;

კანის პრობლემები - ეკზემა, ფსორიაზი, ჰერპესი, ნახეთქები და სხვა;

რევმატული, მეტაბოლური და სხვა ეტიოლოგიის ართრიტები და პოლიართრიტი, ოსტეოქონდროზი, დისკოპათია, იშიაზი, რადიკულიტი, ოსტეოპოროზი;

ანემიები, ვასკულიტები, თრომბოციტოპენია, რეინოს სინდრომი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, თრომბოფლებიტი, ტროფიკული წყლული;

ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია, გულის იშემიური დაავადება, ენდარტერიტი, კიდურების განგრენის საწყისი მდგომარეობა;

ბავშვთა დაავადებები, ვაქცინაციის შემდგომი გართულებები, იმუნიტეტის დაქვეითება, ბავშვთა ცერებრული დამბლა, აუტიზმი.